Pages

Monday, May 29, 2017

„მე რომ სკოლის მასწავლებელი ვიყო, არ წავიდოდი მე-12 კლასელების ბანკეტზე..."

მოგესალმებით!!
ყველას გილოცავთ კიდევ ერთი თაობის მე-12 კლასელების ცხოვრების ახალ საფეხურზე გადასვლას. ეს დღეები ამ ახალგაზრდებისთვის საბოლოო გამომშვიდობებაა სკოლის წლებთან, თავისი მხიარული და ნაღვლიანი მოგონებების შეჯერებაა. იმ "ჯიგარი" და "სწერვა" მასწავლებლების გახსენებაა, ვინც 12 წლის მანძილზე ყველაფერს აკეთებდა მათი განათლებისთვის, ჯანსაღი თაობის აღზრდისთვის, ხშირად ან იშვიათად (განსაკუთრებით მე-8---მე-10 კლასებში) მათი თავნებობის გაძლებისთვის.
ბოლო ზარის ცერემონია და შემდეგ ბანკეტი მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის ერთობლივი გადასაწყვეტია, მათი სურვილისამებრ ხდება ორგანიზება. ამ საკითხში მათ სრული თავისუფლება აქვთ, როგორც სურთ ისე აღნიშნავენ, ბანკეტით, ექსკურსიით თუ საზღვარგარეთ მოგზაურობით.
თითქმის ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში აღნიშნავენ მოსწავლეები სკოლის დამთავრებას და ზოგიერთი თქვენგანი ყველაფერს ქართულ ტრადიციებს რომ მიაწერთ, თან არც მოგწონთ, გირჩევთ გადახედოთ თქვენს კინოთეკას, ბიბლიოთეკას და იქნებ აღმოაჩინოთ სხა ქვეყნების "ბანკეტებიც".
გთხოვთ, მიხედოთ საკუთარ საქმეს, პროფესიას, საკუთარ ენას (მართალია ძვალი არ აქვს), საკუთარ ბლოგს და იმაზე წეროთ, რაც უკეთ გამოგდით. განათლების სისტემაში ბანკეტი არ არის გასარჩევი თემა, სხვა ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი.
P.S. ჩავთვალე საჭიროდ მეპასუხა ამ საკითხში არაკომპედენტური ბლოგერისთვის.

No comments:

Post a Comment