ამ ბოლო დღეების განმავლობაში ხშირად ისმის არაკომპეტენტური განცხადებები სოფლისა და ქალაქის სკოლებში სწავლების ხარისხის მკვეთრ სხვაობაზე. მე, როგორც ერთ რიგით პედაგოგს პროტესტის გრძნობა გამიჩნდა და მინდა საკუთარი პოზიციის დაფიქსირება.
თქვენღა გაკლდათ სოფლის ხსენება, ისედაც საზოგადოებაში
" სოფლელობა" საქილიკო თემაა. ევროპასა და ევროინტეგრაციაზე რომ ფიქრობთ, "სოფლელის" ცნება იქ არ არსებობს. როცა ევროკავშირის წარმომადგენელს პირდაპირ გადაუთარგმნეს ეს სიტყვა
" Villagers", იგი ვერ მიხვდა რაზე იყო საუბარი. ევროპაში ქვეყნის მოქალაქეების დიფერენცირება არ ხდება დაბადების ადგილის ან საცხოვრებელი ტერიტორიის მიხედვით. იქ "ქალაქელ", "სოფლელ" და ნებისმიერი რასისა თუ რელიგიის მიმდევარ მოქალაქეს და მითუმეტეს ბავშვს თანაბარი განათლების მიღების საშუალება აქვთ. ასე, რომ პრობლემა რომელსაც თქვენ ხედავთ სოფლისა და ქალაქის, რეიტინგული და
" უბრალო" სკოლების სწავლის დონის განსხვავებაში, თქვენი სირცხვილია, სახელმწიფოს სირცხვილია. განათლების სისტემის დახვეწაში ეძებეთ გამოსავალი, საკუთარი ლექსიკა შეასწორეთ და ისწავლეთ სახელმწიფოებრივად აზროვნება.
No comments:
Post a Comment